Thursday, June 22, 2017

ინსტრუქცია რესურსისთვის

ინსტრუქცია რესურსისთვის


რესურსი საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნი განკუთვნილია გაკვეთილის სამფაზიანი მოდელისთვის. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლის პიროვნული შესაძლებლობების გამოვლენას, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, შემეცნების პროცესში მათი ემოციური სფეროს ჩართვას.
ამ რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია, ანიმაციებითა და ვიზუალური ეფექტებით მოახდინოს სიუჟეტის სიღრმისეული წვდომა.
მისი გამოყენება შესაძლებელია შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შემთხვევაში, მოსწავლის სკოლაში არყოფნის დროს და ა. შ.
რესურსი არ არის ერთჯერადი. ის გამოიყენება მრავალმხრივ და მრავალჯერადად. აგრეთვე, მასში ინტეგრირებულია ისეთი საკითხები, რომელთა გამოყენება სხვა საგნებშიც შეიძლება.

შესაძლებელია მისი განხილვა და გარჩევა ეკრანზე ჯგუფურად ან მეხსიერების ბარათში გადატანა და ინდივიდუალურად მუშაობა.

პროექტის გეგმა - თბილისი

სასწავლო თემის ავტორი:


სახელი და გვარი



ქეთევან ნახუცრიშვილი
რაიონი
ძველი თბილისი
სკოლა
N 77
ქალაქი
თბილისი



თემის  დასახელება:
„ ჩემი დედაქალაქი - ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები“

თემის შინაარსი:

მოსწავლეები უნდა გაეცნონ არქიტექტურულ ძეგლებს, მოიძიონ ინფორმაცია, მასალები,
სურათები და გააკეთონ პრეზენტაცია.


საგანი
ხელოვნება, ქართული, ისტ


დონე/კლასი
III კლასი


განხორციელების დროის ჩარჩო
42 დღე

თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
1. ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
2. ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
3. ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების  გამოყენება.
4. ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.
5.  ს.გ. III 13.   მოსწავლე ეცნობა ადგილობრივ გარემოში არსებულ ხელოვნების ნიმუშებს.
6.  ს.გ. III.8.  მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
7.   ს.გ.III.7.  მოსწავლეს შეუძლია, წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და გაუზიაროს თანაკლასელებს აზრი და იდეები.





მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

  • მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას ქართული არქიტექტურული ძეგლების შესახებ, შექმნიან ბუკლეტს, ფოტოალბომს, გამოუმუშავდებათ მსჯელობისა და ინფორმაციის მოპოვების უნარი, განუვითარდებათ პატრიოტული გრძნობა. დააინტერესებენ სხვა მოსწავლეებსაც, უკეთ გაიცნონ დედაქალაქის არქიტექტურული ძეგლები.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების შესწავლა?
თემატური  კითხვები
  • რა უპირატესობა აქვს არქიტექტურული ძეგლებისა თუ კედლის მოხტულობის საკუთარი თვალით ნახვას?
შინაარსობრივი კითხვები
  • რომელია თბილისის მნიშვნელოვანი ძეგლები?
  • რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს თითოეულ ძეგლს?

  • რა კავშირია წარსულ და თანამედროვე კულტურულ ძეგლებს შორის?
  • როგორ შევუნახოთ მნიშვნელოვანი ძეგლები მომავალ თაობებს?








შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










·  სქემები და ჩანაწერები
· დღიურები

·  შემუშავდება პროექტის გეგმა
· შეიქმნება ჯგუფები
·   განისაზღვრება საჭიროებები

·   მოძიებული ინფორმაციის მიხედვით ამზადებენ სლაიდებს, ისაუბრებენ ხარვეზებზე, რომლებიც მუშაობის პროცესში წარმოიქმნა.

·   თანამშრომლობითი შეფასება
·  დაიგეგმება პროექტის პრეზენტაცია
·   დასკვნითი ანალიზი
·   პროექტის გეგმა
·   ფოტოალბომის, ბუკლეტის, სლაიდების პრეზენტაცია და ურთიერთშეფასება
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
საბაზისო ცოდნის განსაზღვრის მიზნით, მოსწავლეები იმუშავებენ დღიურებში და რეგულარულად განაახლებენ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ სქემას. პროექტის დაწყებამდე მოსწავლეები შეიმუშავებენ პროექტის გეგმას, რომელიც სწავლის პროცესში დაეხმარებათ. მიცემული დავალების დასრულების შემდეგ, შემოწმდება შევსებული ფორმა, რითაც განისაზღვრება მოსწავლის საჭიროებები. საინფორმაციო ბიულეტენზე ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეები გამოიყენებენ მითითებული კრიტერიუმების ჩამონათვალს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ ცოდნას და შემდგომ ნაბიჯებს. საბოლოო შედეგები რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.



სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები


მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

ინტერნეტის გამოყენება;
სურათების გადმოწერა;
ვორდის და Power point -ის პროგრამაში მუშაობა.



სასწავლო პროცედურები


  1. მზადება
პროექტის მოსამზადებლად წინასწარ განისაზღვრა დრო - 42 დღე, რომლის  განმავლობაში  მოხდება ინფორმაციის მოძიება და  ძეგლების მონახულება.

  1. მსვლელობა
კლასი დაიყო 5 ჯგუფად. დავალებები გადანაწილდა ასე:
   I. ინფორმაციის მოძიება არქიტექტურული ძეგლების შესახებ
  II.   ძეგლების ფოტოების მოძიება
  III. მასალების მოძიება ანოტაციებით
  IV. ბუკლეტის შექმნა
  V. ფოტოალბომის მომზადება
         3. შეჯამება
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯგუფები მოახდენენ შესრულებული
 სამუშაოს განხილვა-შეფასებას





დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები

  • შევურჩევ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევების მიხედვით მოიძიონ ინფორმაცია წინასწარ მიცემული ძეგლების ჩამონათვალიდან.



არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)


            კლასში არ ირიცხება
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები





  • საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარებიან თანაკლასელებს ტექნოლოგიების გამოყენებაში


სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

 



ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)


 კომპიუტერი (ები)

ინტერნეტკავშირი                         პროექტორი

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში
 გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

   ფოტო/სურათების დამუშავება               ვორდის პროგრამის შექმნა


   ინტერნეტძიება                                          Power point -ის პროგრამის შექმნა

  


ბეჭდვითი მასალები
თ. გერსამია ,,ძველი თბილისი,,  ქართული ენციკლოპედია, 
ტომი 4.


ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები

მოსწავლეები სხვა ჯგუფიდან, მშობლები.




ჩემი დედაქალაქი

ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია