ინსტრუქცია რესურსისთვის
რესურსი საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნი განკუთვნილია გაკვეთილის
სამფაზიანი მოდელისთვის. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლის პიროვნული შესაძლებლობების
გამოვლენას, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, შემეცნების პროცესში
მათი ემოციური სფეროს ჩართვას.
ამ რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მასწავლებელს
შეუძლია, ანიმაციებითა და ვიზუალური ეფექტებით მოახდინოს სიუჟეტის სიღრმისეული წვდომა.
მისი გამოყენება შესაძლებელია შებრუნებული საკლასო ოთახის
პრინციპით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შემთხვევაში, მოსწავლის სკოლაში
არყოფნის დროს და ა. შ.
რესურსი არ არის ერთჯერადი. ის გამოიყენება მრავალმხრივ
და მრავალჯერადად. აგრეთვე, მასში ინტეგრირებულია ისეთი საკითხები, რომელთა გამოყენება
სხვა საგნებშიც შეიძლება.
შესაძლებელია მისი განხილვა და გარჩევა ეკრანზე ჯგუფურად
ან მეხსიერების ბარათში გადატანა და ინდივიდუალურად მუშაობა.