Wednesday, June 20, 2018

ინსტრუქცია რესურსისთვის - "რიცხვთა სამყარო"


ეფექტური სასწავლო პროცესის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სასწავლო რესურსები, რომლებიც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას ემსახურება. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შექმნილი რესურსის სწორად გამოყენებას მოლოდინის რეჟიმში მყოფ ბავშვებთან.
ჩემ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი „რიცხვთა სამყარო“ მომზადებულია Power point-ის ფორმატში. სლაიდების რაოდენობა გადატვირთული არ არის, რათა ბავშვებს შეძლებოდათ ანიმაციითა და ვიზუალური ეფექტებით სიუჟეტის სწორად და სიღრმისეულად აღქმა. ამავე დროს, შემეცნების პროცესში ემოციური სფეროს ჩართვა.
რესურსი არ არის ერთჯერადი. მისი გამოყენება შეიძლება მრავალმხრივ და მრავალჯერადად. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ იმყოფებოდა სკოლაში, შესაძლებელია მანაც ნახოს და გაიაზროს. აგრეთვე, მასში ინტეგრირებულია ისეთი საკითხები, რომელთა გამოყენება სხვა საგნებშიც შეიძლება.
რესურსი ასევე გამოიყენება ჯგუფურად და ინდივიდუალური მუშაობისთვის.

No comments:

Post a Comment