Thursday, June 14, 2018

პროექტის გეგმა_რიცხვთა სამყარო



სასწავლო თემის ავტორი:

სახელი და გვარი



ქეთევან ნახუცრიშვილი
რაიონი
ძველი თბილისი
სკოლა
N 77
ქალაქი
თბილისი


თემის  დასახელება:
რიცხვთა სამყარო


თემის შინაარსი:


მოსწავლეები უნდა გაეცნონ ნატურალური რიცხვების წარმოშობის
ისტორიას, მოიძიონ მასალები და ინფორმაცია პოზიციურ პრინციპზე
აგებულ უძველეს რიცხვით სისტემაზე, სხვადასხვა ენაში ხმარებულ

რიცხვთა სახელწოდებებზე.

საგანი
მათემატიკა

დონე/კლასი
IV კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
1. ის ტექნ. I.1. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
2. მათ. IV. 12. მოსწავლე აგროვებს თვისობრივ და რაოდენობრივ
მონაცემებს მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან
დაკავშირებით.


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას უძველესი მათემატიკური ცნების,
ნატურალური რიცხვების შესახებ, შექმნიან ფოტოალბომს,
გამოუმუშავდებათ მსჯელობის და საინტერესო ინფორმაციის
მოძიების უნარი, დააინტერესებენ სხვებსაც.


მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

  • რატომ არის მნიშვნელოვანი რიცხვთა სამყაროს
          ისტორიის შესწავლა? 
თემატური  კითხვები

  • რატომ გახდა საჭირო თვლა-ანგარიშის ცოდნა?

  • მათემატიკური მეცნიერების განვითარებაში
          რომელ ხალხს მიუძღვის განსაკუთრებული
          წვლილი?

  • ვინ შექმნა თვლის პოზიციური სისტემა?
  • სადაური წარმომავლობისაა თანამედროვე
          ციფრები?








        შეფასების გეგმა
        შეფასების დროის ჩარჩო



პროექტზე მუშაობის
დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ


  • ჩანაწერები და დღიურები
  • სქემები


  • ჯგუფების სამოქმედო გეგმა
  • პროექტის გეგმა


  • საკითხების ჩამონათვალი
  • თითოეული ჯგუფის სამუშაოს ჩამონათვალი


საპროექტო რუბრიკა



  •  შემუშავდება პროექტის გეგმა



      შეიქმნება ჯგუფები,
       განისაზღვრება
   საჭიროებები

  • მოძიებული ინფორმაციის მიხედვით ამზადებენ სლაიდებს, ისაუბრებენ საჭიროებებზე, ხარვეზებზე, რომლებიც ინფორმაციის მოძიებისას წარმოიშვება.
  • დაისახება გზები მათ გადასაჭრელად
  • მოხდება პროექტის პრეზენტაციის დაგეგმვა
I ჯგუფი - ინფორმაცია ძველეგვიპტური ხელნაწერების, მათემატიკის შესახებ
II  ბაბილონელები და რიცხვთა ჩანაწერები
III  ჩინური იეროგლიფები რიცხვთა ჩაწერისთვის
IV ბერძნები და რიცხცთა ჩაწერის წესი
V  რომაელების რიცხვთა ჩაწერის თავისებური წესი
VI  არაბები და რიცხვთა ჩაწერა
VII ინდოელი სწავლულები და რიცხვთა ჩანაწერები
  • მოსწავლეების საბაზისო ცოდნის შესწავლა
  • გააკეთებენ პრეზენტაციას სლაიდების დახმარებით. წარმოადგენენ ფოტომასალას, ვიდეოალბომს, ისაუბრებენ რიცხვთა წარმოშობის ისტორიაზე

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეები მუშაობენ დღიურებში, ავსებენ სქემას ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“.
პროექტის დაწყებამდე შემუშავებული გეგმა ეხმარებათ მიმდინარე საკითხების
განხორციელებაში.ჯგუფური მუშაობისას გამოიყენებენ მითითებულ კრიტერიუმებს.
საბოლოო შედეგები რუბრიკის მიხედვით გამოიკვეთება




სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

  • ვორდის და Power point -ის პროგრამაში მუშაობა
  • ინტერნეტის გამოყენება
  • სურათების გადმოწერა

სასწავლო პროცედურები


მზადება
პროექტის მოსამზადებლად დავგეგმეთ 3 კვირა. ამ დროში ბავშვებმა
მოიძიეს ინფორმაციები, დასმულ კითხვებზე მიიღეს ამომწურავი
პასუხები.

მსვლელობა
კლასი დაიყო 7 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცა დავალება.
  1. რას მოგვითხრობს უძველესი ეგვიპტური ხელნაწერები
  2. ბაბილონის ლურსმული დამწერლობა
  3. ჩინური იეროგლიფები
  4. ბერძნული ასო-ნიშნები და რიცხვები
  5. რომაული რიცხვები
  6. არაბ სწავლულთა თხზულებებიდან
  7. ძველი ინდური ციფრები

II  ფოტომასალის მოძიება
III ანოტაციების შედგენა
IV ფოტოალბომის შედგენა
V ვიდეოალბომი
        3. შეჯამება
ჯგუფების მიერ შესრულებული დავალებების წარდგენის და
პრეზენტაციების შემდეგ გაწეული სამუშაოს განხილვა-განსჯა- შეფასება



დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები

სპეციალური საჭიროების მოსწავლე არ მყავს
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

  არაქართულენოვანი მოსწავლე არ მყავს
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები



მივცემ საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში დაეხმარონ თანაკლასელებს ტექნოლოგიური საშუალებების თუ სხვა
საჭიროების განხორციელება-გამოყენებაში
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

კომპიუტერი (ები)

ინტერნეტკავშირი                        პროექტორი

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში
გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

ფოტო/სურათების დამუშავება              ვორდის პროგრამის შექმნა


ინტერნეტძიება                                          Power point -ის პროგრამის შექმნა

  


ბეჭდვითი მასალები
ი.რუხაძე, დ. რუხაძე - „ რიცხვთა სამყარო“
მასალები
      მარკერი, ფურცლები
ინტერნეტრესურსები


http://ka.wikipedia.org/wiki
სხვა რესურსები
მასწავლებლები, მშობლები.

No comments:

Post a Comment